• 511 25 11 15
  • Info@s-rent.ge
theconstructo.com

ამწე სამშენებლო პროცესის მთავარი ელემენტია, მაშინ როცა სამუშაოები სიმაღლეზე მიმდინარეობს

ამწე სამშენებლო პროცესის მთავარი ელემენტია, მაშინ როცა სამუშაოები სიმაღლეზე მიმდინარეობს. ამწეები და ამწე-ექსკავატორები აქტიურად გამოიყენება სამშენებლო და საგზაო ინდუსტრიის მასშტაბურ პროექტებში. ამ ტიპის ტექნიკას ვხვდებით საფასადე პროექტების წარმოებისას, მოპირკეთების პროცესშიც. 

ამწეებს, მიზნობრიობიდან გამომდინარე აქვს ინდივიდუალური საექსპლუატაციო პირობები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, როგორც სამუშაო პროცესში ჩართული მუშახელის უსაფრთხოებისთვის, ასევე მანქანადანადგარის გამართული მუშაობისთვის. მაგალითად, ამწეებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოსაწევი ისრები, კოშკები ან საყრდენები, გათვალისწინებულია გამოწეული ლითონკონსტრუქციის საიმედო ფიქსაცია.  SPEC RENT-ის ამწეების ელექტრომოწყობილობა, მისი მონტაჟი, დენმიმყვანი და დამიწება შეესაბამება შესაბამისი ნორმატიული აქტების და ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნებს. 

ამრიგად, ამწეების, ამწე-ექსკავატორებისა და დამტვირთველების დანიშნულება არის მრავალმხრივი, ამრიგად SPEC RENT-ი ჩართულია როგორც საგზაო, ასევე სამშენებლო ინდუსტრიის მთავარ პროექტებში.