• 511 25 11 15
  • Info@s-rent.ge
theconstructo.com

გრუნტის სატკეპნი აპარატი - ნიადაგის ფორმირების ხელით მართვადი ტექნიკა

ინდუსტრიული და სამოქალაქო მშენებლობის პროცესში მექანიკურ, მძიმე ტექნიკასთან ერთად აქტიურად გამოიყენება ხელით მართვადი ხელსაწყოებიც. მშენებლები რეკომენდაციას უწევენ ხელით მართვად, გრუნტის სატკეპნ მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება, როგორც საძირკვლის ფორმირების, ასევე მიწის ზედაპირის ფორმირებისთვის.

სამშენებლო მსუბუქი ტექნიკის გერმანულმა ბრენდმა WEBER MT-მ შექმნა ხელით მართვადი გრუნტის სატკეპნი აპარატი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სამშენებლო მოედანზე. WEBER MT CR 6 და WEBER MT CR7 მიწის ზედაპირისა და ხრეშის შეკუმშვისთვის გამოიყენება. აპარატის სამუშაო სპეციფიკა მოიცავს ძლიერი ვიბრირებით ზედაპირის დატკეპვნასა და შეკუმშვას. აპარატის ერგონომიული ზედაპირი სრულად ახდენს ზედაპირის დამუშავებას და ერთგვაროვანი, თანაბარი სივრცის მიღებას უწყობს ხელს. ამ ტიპის მსუბუქი ტექნიკა სპეციფიურ მართვას მოითხოვს. მსგავსად სხვა სამშენებლო ტექნიკისა, მისი არამიზნობრივად გამოყენება აკრძალულია. სწორედ ამიტომ შერჩევისას სავალდებულოა ზუსტად განსაზღვოთ რა ტიპის სამუშაოს შესასრულებლად გჭირდებათ სატკეპნი და ზედაპირზე მუშაობის სირთულის მიხედვით შეარჩიოთ შესაბამისი სიმძლავრისა და მონაცემების მსუბუქი ტექნიკა. მთავარი მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც არჩევანი უნდა გააკეთოთ არის  მაღალი სიხშირე, ცენტრიდანული ძალა და სატკეპნი ფირფიტის ზომა. 

WEBER MT-ის გრუნტის სატკეპნი აპარატები გამოირჩევა ერგონომიული დიზაინითა და სამუშაო ეფექტურობით. მსუბუქი ტექნიკა აქტიურად გამოიყენება ინდუსტრიულ სამშენებლო პროცესებში. SPEC RENT-ის ყველა ტიპის ტექნიკა ფლობს ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.