,,სპეც რენთი“ სამშენებლო სექტორს თანამედროვე ტექნიკასა და ინვენტარს სთავაზობს. კომპანია საქართველოში 2020 წლიდან ოპერირებს. ტექნიკის ფართო არჩევანი და გამოცდილი კადრები ბრენდს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთოს სხვადასხვა სირთულის სამშენებლო სამუშაოებში.
,,სპეც რენთი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტექნიკის მუდმივ შემოწმებასა და მისი შენახვის პირობებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, წარმოდგენილი პროდუქტის სისტემატურად განახლებას.
კომპანიის გუნდი სისტემატურად გადის ტრენინგებს არა მხოლოდ ტექნიკის ოპერირების, არამედ შრომის უსაფრთხოების თემაზე, შესაბამისად, მათ კარგად იციან სამშენებლო მოედანზე შესაძლო ინციდენტების მინიმალიზების მეთოდები.
,,სპეც რენთის“ თანამშრომელთა კვალიფიკაცია დასტურდება როგორც სერთიფიკატებით, ასევე დამკვეთთა კმაყოფილების დონით. მომხმარებელთან ინდივიდუალური და ლოიალური მიდგომა ანგარიშსწორების მოქნილ სისტემასთან ერთად ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ ბრენდს, რომელიც მუდმივად მზადაა უპასუხოს მომხმარებელთა მოთხოვნებს.
„სპეც რენთის“ მისიაა სამშენებლო სექტორს შესთავაზოს მაღალი ხარისხის ტექნიკისა და ინვენტარის ქირის, გადაზიდვის სერვისი და ხელი შეუწყოს სამშენებლო სფეროს განვითარებას. სერვისის მუდმივი დახვეწით, ასორტიმენტის განვითარებით, მომხმარებლის მოთხოვნებზე მყისიერი რეაგირებით შექმნას ყველაზე სანდო და მოთხოვნადი ბრენდი სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავების ბაზარზე.
„სპეც რენთის“ მიზანია შექმნას სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის ექსკლუზიური ბრენდების გაქირავების უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი ქვეყნის მასშტაბით. სრულად უპასუხოს მომხმარებლის მოთხოვნებს და შექმნას სერვისი, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი მცირე დროში შეძლებს მასზე მორგებული სერვისის მიღებას.
„სპეც რენთის“ სამუშაო და სავაჭრო სტრატეგია სრულად ემყარება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ემპათია, განათლება, პასუხისმგებლობისა და წარმატების გაზიარება და მუდმივი განვითარება. ჩამოთვლილი ღირებულებების პრაქტიკაში რეალიზებით „სპეც რენთი“ ცდილობს შექმნას ჯანსაღი გარემო, რომელიც თანაბრად ახდენს გავლენას, როგორც მომხმარებლების, ასევე ზოგადი ბიზნეს გარემოსა და შიდა გუნდის სტაბილურობაზე.