• 511 25 11 15
  • Info@s-rent.ge
theconstructo.com

ARKENG - სატვირთო ლიფტი, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტს პასუხობს

სატვირთო ლიფტი მაღალსართულიანი პროექტების მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. 

სამშენებლო მოედანზე სატვირთო ლიფტის უსაფრთხოების ხარისხი მთავარი პარამეტრია, რომელსაც გარდა შიდა უსაფრთხოების სამსახურებისა, არეგულირებს კანონმდებლობაც. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სამშენებლო მოედანზე განთავსებული სატვირთო ლიფტები მყარ კონსტრუქციაზე უნდა იქნეს დამონტაჟებული. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტების ტექნიკური მდგომარეობა, უნდა უზრუნველყოფდეს რეგლამენტთან და იმ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რომელთა მიხედვითაც ისინი არიან დაპროექტებული და დამზადებული. 

ენერგიის გათიშვის ან ლიფტის ელექტრული ინსტრუმენტებისა თუ მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ლიფტს უნდა ჰქონდეს კაბინის თავისუფალი ვარდნისაგან ან ზედა მიმართულებით უკონტროლო გადაადგილებისაგან დასაცავი მოწყობილობა. კაბინის თავისუფალი ვარდნისაგან დასაცავი მოწყობილობა საჭიროა მოქმედებდეს კაბინის დაკიდების საშუალებებისაგან დამოუკიდებლად. ეს მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს კაბინის გაჩერებას დადგენილ ტვირთამწეობის რეჟიმში და ლიფტის დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ მაქსიმალურ სიჩქარეზე. 

„სპეც რენთი“ 2023 წლიდან სრულად ფარავს და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს, პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე და სთავაზობს ყველა ტექნიკას იმ ნორმების დაცვით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეგლამენტს აკმაყოფილებს. სატვირთო ლიფტების მიმართულებით, „სპეც რენთი“ ფლობს ARKENG-ის ბრენდის სატვირთო ლიფტს. 

ARKENG-ის ლიფტით რეკომენდირებულია 2 ტონა ტვირთის გადატანა. სატვირთო ლიფტები გამოირჩევა მარტივი მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესით. მისი მყარი კორპუსი და დამატებითი აღჭურვილობა უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო პროცესს.