„სპეც რენთი“ 2024 წლის წარმატებულ შედეგებს აჯამებს
𝐒𝐏𝐄𝐂 𝐑𝐄𝐍𝐓-ი სამშენებლო სექტორს ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავება-მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. 2024 წლის განმავლობაში კომპანიის ავტოპარკი სრული დატვირთვით იყო ჩართული, როგორც სამოქალაქო ასევე ინდუსტრიული მშენებლობის პროექტებში.
„ჩვენთვის 2024 წლის მთავარი პრიორიტეტი ავტოპარკთან ერთად, სამშენებლო ინვენტარის იმპორტის ზრდა იყო. იტალიურ ბრენდ კონდორთან პარტნიორობის ფარგლებში ქართულ სამშენებლო სექტორს კედლისა და სვეტების საყალიბე სისტემები შევთავაზეთ. აღსანიშნავია, რომ იტალიური ხარისხის საყალიბე სისტემები მთელი წლის განმავლობაში მოწყობილი იყო არაერთი სამოქალაქო მშენებლობის პროექტში,“ - აცხადებს სპეც რენთის დირექტორი ლაშა ჭულუხაძე.
მენეჯმენტის განცხადებით კომპანია განაგრძობს აქტიურ ოპერირებას და გეგმავს, როგორც სამშენებლო ინვენტარის, ასევე ინდუსტრიული ტექნიკის ასორტიმენტის გაფართოებას იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელსაც სამომხმარებლო ბაზარი თავად ადგენს.
„სპეც რენთისთვის“ მიმდინარე წელი იყო დატვირთული და გამოწვევებით სავსე. აქტიური სამუშაო რეჟიმისა და ლოკალური თუ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შევძელით და ყველა გამოწვევას წარმატებით გავართვით თავი, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2025 წელს გაცილებით მეტ წარმატებულ პროექტს შევასრულებთ და მაღალტექნოლოგიური ტექნიკისა და ინვენტარის მიწოდებით ხელს შევუწყობთ ქართული სამშენებლო ბაზარის განვითარებას“ - განაცხადა სპეც რენთის დირექტორმა ლაშა ჭულუხაძემ.