• 511 25 11 15
  • Info@s-rent.ge
theconstructo.com

ექსკავატორ-დამტვირთველი - სამშენებლო და საგზაო ინდუსტრიის მთავარი ელემენტი

სამშენებლო ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება მძიმე ტექნიკის სხვადასხვა ბრენდი. სამშენებლო ტექნიკა ამცირებს დროით და ადამიანურ რესურსს სამუშაო პროცესში და ამარტივებს საქმის მიმდინარეობას. 

ერთ-ერთი ყველაზე ფართო გამოყენების სპეც ტექნიკად ექსკავატორ-დამტვირთველი შეგვიძლია მოვიაზროთ. ამ ტიპის ტექნიკა თავის მახასიათებლებიდან გამომდინარე თავსებადია სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის, განსხვავებულ ინდუსტრიებში, როგორიცაა სამშენებლო და საგზაო.

ექსკავატორ-დამტვირთველებს აქვთ, როგორც თხრის, ასევე დატვირთვის შესაძლებლობა, ამ ორი შესაძლებლობის კომბინაცია მას შეუცვლელს ხდის სამუშაო პროცესში.  ამ ტექნიკით შესაძლებელია ნიადაგის ამოთხრა, ბალავარის მომზადება, მიწის გადატანა. ექსკავატორ-დამტვირთველებს აქტიურად იყენებენ მძიმე სამშენებლო მასალების გადაადგილების პროცესში, როგორიცაა ბეტონის ბორდიურები, ინდუსტრიული კონსტრუქციები, მძიმე მეტალები და სხვა.

SPEC RENT-ში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველები. JCB და CATERPILLAR ბრენდის მძიმე ტექნიკა აქტიურად გამოიყენება ინდუსტრიულ სამშენებლო პროცესებში. SPEC RENT-ის ყველა ტიპის ტექნიკა ფლობს ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.