• 511 25 11 15
  • Info@s-rent.ge
theconstructo.com

ექსკავატორი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სამშენებლო მანქანა

ექსკავატორის დანიშნულება სამშენებლო პროცესში მრავალმხრივია. ტექნიკა აქტიურად გამოიყენება მიწის ამოღების, მძიმე ინვენტარის და სამშენებლო მასალების გადაადგილების, სხვადასხვა მცირე ნაგებობების ნგრევის, მდინარის კალაპოტების თხრის, საძირკველის დამუშების და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებში. 

ექსკავატორის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა სამუშაო შესრულდეს 360 გრადუსიან პერიმეტრზე, რაც ამცირებს სამუშაო დროსა და ადამიანური რესურსის ჩართულობის მასშტაბს.

SPEC RENT-ში ხელმისაწვდომია ექსკავატორი JCB 3CX. JCB მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სამშენებლო მანქანაა და ზედიზედ მე-19 წელია, რაც წამყვან პოზიციას ინარჩუნებს თავის სეგმენტში. ტექნიკა საქართველოში აქტიურად გამოიყენება, როგორც სამშენებლო, ასევე საგზაო ინდუსტრიის მიმართულებით. 

SPEC RENT-ის ყველა ტიპის ტექნიკა ფლობს ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.