საყალიბე პანელების გამოყენებით დამატებითი ინვენტარის გარეშე, მარტივადაა შესაძლებელი კედლისა და სვეტების ფორმირება
კედლებისა და სვეტების ამოყვანა სამშენებლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საყალიბე პანელებმა სრულად შეცვალა ეს პროცესი და მეტად გაამარტივა ადამიანური კაპიტალის როლი, ამასთანავე მინიმუმამდე დაიყვანა მშენებლობის პროცესში არსებული შესაძლო ხარვეზები. უნივერსალური პანელები განკუთვნილია ბეტონის სამუშაოების საწარმოებლად ნებისმიერი ტიპის კედლისა და სვეტების ფორმირებისთვის.
საყალიბე პანელების გამოყენებით დამატებითი ინვენტარის გარეშე, მარტივადაა შესაძლებელი კედლისა და სვეტების ფორმირება. განსხვავებული პარამეტრებიდან გამომდინარე პანელები თავსებადია სხვადასხვა ტიპის სამუშაო პირობებთან. საყალიბე პანელის უპირატესობა მისი მარტივად ასაწყობი კონსტრუქციაა. გარდა ამისა კონსტრუქცია მოსახერხებელი, მარტივად გადასატანი და ეკონომიურია. აღსანიშნავია, რომ ბეტონის ჩასხმის შემდეგ ადვილად იწმინდება, გამოირჩევა ნესტმედეგობით და ქმნის უსაფრთხო სამუშაო პროცესს.
SPEC RENT-ში ხელმისაწვდომია სხვადასხვა პარამეტრის მქონე საყალიბე პანელები. DOKA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ყალიბების ბრენდია და წამყვან პოზიციას ინარჩუნებს თავის სეგმენტში. ტექნიკა საქართველოში აქტიურად გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში.